Friday, March 28, 2014

„გაზაფხული...ქალი...დედა...“



2014 წლის 7 მარტს   8ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი - დარეჯან ნემსაძე) ჩაატარეს გაზაფხულის დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი „გაზაფხული...ქალი...დედა...“ . მოსწავლეებმა: მარიამ გოგლიჩაძემ, მარიამ ხეცურიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ნინი მამაგეიშვილმა და თამარ ლომთაძემ წარმოადგინეს კედლის გაზეთების სახით საკუთარი თვალით დანახული გაზაფხული. ღონისძიებაზე გაჟღერდა როგორც ცნობილი პოეტების ლექსები, ასევე მარიამ ხეცურიანის საკუთარი ლექსებიც. კლასის საათი საკმაოდ გაალამაზა ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერების ცოცხალმა შესრულებამ (მაია გოგრიჭიანი და ჯონი კაკოიშვილი - ფანდურის თანხლებით; ნინი მამაგეიშვილი - გიტარის თანხლებით.)
     ღონისძიება 8ა კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს დედებს, მათ პედაგოგებს. ღონისძიებაში მასწავლებელთა ჩართვამ უფრო უშუალო და თბილი გახადა საღამო. ვ.კვირიკაშვილმა, ნ.ბანცაძემ, ი.ჩინჩალაძემ, თ.მათნაძემ, ლ.ყაფარაძემ სურვილი გამოთქვეს ასეთი ღონისძიებების ხშირი ჩატარებისა, რადგან აქ მოსწავლე უფრო სხვა კუთხითაც იყო წარმოჩენილი.

     პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს 8ა კლასის მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელს ქ-ნ დარეჯან ნემსაძეს.

































No comments:

Post a Comment