Thursday, March 27, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი: „მათემატიკა და ჰარმონია“



     2014 წლის 21 მარტს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 10ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ბიოლოგიაში თემაზე: „მათემატიკა და ჰარმონია“. მასწავლებლები: ი.ყურაშვილი, ნ.ფაჩუაშვილი. ამ გაკვეთილით მათემატიკურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა აღმოაჩინეს ოქროს კვეთა - ჰარმონიული პროპორცია გარემომცველ სამყაროში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ბიოლოგიაში(ანატომიაში), ყოფაცხოვრებაში. გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ი.ჩინჩალაძე, ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები.








No comments:

Post a Comment