Monday, March 10, 2014

პროექტების პრეზენტაცია „მსოფლიო კონფლიქტები“



     2014 წლის 20–21 თებერვალს ისტორია–საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ისტორიის წრემ (ხელმძღვანელი: ნინო ბანცაძე) მოაწყო ღონისძიება „მსოფლიო კონფლიქტები“ |+++ ა, ბ, გ კლასების მონაწილეობით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები შემდეგი თემატიკის მიხედვით:
1) ბერძენ–სპარსელთა ომები   2) პუნიკური ომები   3) ალექსანდრე დიდი   4) თურქ–სელჩუკები და ასასინები    5) პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა   6) მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა   7) ინგლისის რევოლუცია    8) ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის – აშშ–ს შექმნა   9) სამოქალაქო ომი აშშ–ში   10)ოსმალეთის იმპერია   11) ნაპოლეონის ომები

     ღონისძიებაში მონაწილეობდა |+++ ა, ბ, გ  კლასის მოსწავლეთა 11 გუნდი, 54 მოსწავლე, ამიტომ პროექტს მიეცა კონკურსის სახე. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო პრეზენტატორი კლასი“, „საუკეთესო პრეზენტატორი გუნდი“, „საუკეთესო პრეზენტატორი მოსწავლე“.  კონკურსის ჟიურიმ (ც.ფაჩულია, ი.ჩინჩალაძე, ვ.შარადენიძე) გამოავლინა გამარჯვებულები: 1) „საუკეთესო პრეზენტატორი კლასი“ –  გაიმარჯვა |+++ბ კლასმა, 2) „საუკეთესო პრეზენტატორი გუნდი“ – 11 გუნდიდან გამარჯვებულად ჩაითვალა 4 გუნდი, თანაბარი შეფასებით „9“.   3) „საუკეთესო პრეზენტატორი მოსწავლე“ – სამივე კლასიდან შეირჩა 8 მოსწავლე: ქრისტინე თოლორდავა, ნინო ჭანკვეტაძე, ნიკა გაჩეჩილაძე, ილია გირგვლიანი, ნინო მამაგეიშვილი, მარიამ ხეცურიანი, თამარ ლომთაძე, მარია აბრამიძე. 
     მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ნომინაციის სიგელები.











No comments:

Post a Comment