2ბ კლასის მოსწავლეებმა
ჩაატარეს ლიტერატურული დილა: „იძლიერე საქართველო, გაიხარე მარად!“. კლასის ხელმძღვენელი:
გულიკო მერკვილაძე, მუსიკის მასწავლებელი: ქეთევან გედენიძე, მენეჯერი: ზვიად აბულაძე.
„ჩვენი
სამშობლო ვერ თვლის ასაკს,
კაცობრიობის
დღეთა შექმნიდან,
დიახ,
გახლავართ საქართველოდან,
გენიოსთა
და გმირთა ქვეყნიდან“ - ამაყად წარმოთქვამდნენ
პატარები...
თითოეული
მოსწავლის გამოსვლაში იგრძნობოდა სამშობლოს სიყვარული, წინაპართა პატივისცემა. მათ
ლექსებითა და სიმღერებით წარმოადგინეს საქართველოს კუთხეების სილამაზე, ისტორიული ძეგლების
სიდიადე, მათი კუთხე-იმერეთის და ქალაქი ქუთაისი. მოეწყო სლაიდ შოუს ჩვენება პროექტორის
საშუალებით, რაც ფერადი ფერებით ადასტურებდა პატარების ნაამბობს.
No comments:
Post a Comment