Tuesday, April 8, 2014

„сильный слабый пол“


     2014 წლის მარტის თვეში 8ბ კლასის მოსწავლეები რუსული ენის მასწავლებლის ლარისა რუსაძის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ პროექტზე „сильный слабый пол“ (ეს ძლიერი სუსტი სქესი“). პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 კვირას.
    მოსწავლეები გაერთიანდნენ 3 ჯგუფში. მათ შეაგროვეს ინფორმაციული, ფოტო და ვიდეო მასალა ქართველი სპორტსმენი მედალოსანი ქალების შესახებ. ამ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა პრეზენტაცია. თითოეულმა ჯგუფმა გააფორმა კედლის გაზეთი:
1.      „королевй шахматы“ („ჭადრაკის დედოფლები“), ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის შესახებ.  /თ.ბუბუტეიშვილი, ხ.ფახურიძე, დ.ბაჯაძე, ს.ნემსაძე/
2.      „берегитесь мужчины“ („ფრთხილად, მამაკაცებო), მშვილდოსან ქ.ლოსაბერიძისა და მსროლელ ნინო სალუქვაძის შესახებ. /რ.კლდიაშვილი, ნ.ჭანკვეტაძე/
3.      „сильные, красивые, молодые“ (ძლიერები, ლამაზები, ახალგაზრდები“), ტანმოვარჯიშე მ.ჯუღელის, ჩოგბურთელ ლეილა მესხისა და მოციგურავე ე.გედევანიშვილის შესახებ.   /ა.სვანიძე, მ.გონგაძე, ლ.ბელთაძე, მ.აბრამიძე, თ.კრავიშვილი, თ.გოგისვანიძე/
     მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასი მხოლოდ მეორე წელია, რაც ეუფლება რუსულ ენას, მოსწავლეები საკმაოდ გამართულად მეტყველებდნენ. პრეზენტაცია გაალამაზა სლაიდ შოუმ, კლიპმა და ვიდეორგოლმა.

     შთაბეჭდილებები გამოხატეს და მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს რუსული ენის პედაგოგმა დ.ნემსაძემ, უცხო ენების კათედრის გამგემ ნ.შალამბერიძემ, დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ი.ჩინჩალაძემ, მშობლებმა. მათ კმაყოფილება გამოთქვეს და მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა ნაშრომს და მომავალში წარმატებები უსურვეს მათ.









No comments:

Post a Comment