კონფერენცია „ლევ
ტოლსტოი და ბავშვები“
2013 წლის
10 დეკემბერს \
და \++
კლასის მოსწავლეთა ერთობლივი ძალებით ჩატარდა თეორიული კონფერენცია „ლევ ტოლსტოი და
ბავშვები“, რომელიც მიეძღვნა დიდი რუსი მწერლის დაბადებიდან 185 წლისთავს. მოსწავლეებმა
ამანდა კუპრავამ, ქეთი უფლისაშვილმა, თიკო ბარამიამ, მარიამ მამასახლისმა, თიკო გოგბერაშვილმა,
მარიამ ღაჭავამ, ანა ფუტკარაძემ – \კლ. და თეონა რომელაშვილმა
\++კლ. საინტერესოდ წარადგინეს მასალა, რომელიც ასახავს
ლ.ტოლსტოის მიერ იასნაია პოლიანაში გლეხებისთვის უფასო სკოლის გახსნას, მასში მასწავლებლობას
და ყველა იმ ეპიზოდს რაც მწერლის და ბავშვის ურთიერთობას ეხება. \
კლასის მოსწავლე ა.ფუტკარაძემ საკუთარი ძალებით გამოუშვა კედლის გაზეთი „ლევ ტოლსტოი
და ბავშვები“.
მოსწავლეებმა პედაგოგ დარეჯან ნემსაძის დახმარებით
და ხელმძღვანელობით მოიპოვეს საინტერესო ვიდეო მასალა, მოამზადეს თემის შესაბამისი
შთამბეჭდავი სლაიდ შოუ. კონფერენცია ჩატარდა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. ღონისძიებამ
დამსწრე პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
No comments:
Post a Comment