ექსკურსია საქართველოს
პარლამენტში
2013 წლის
12 დეკემბერს მოეწყო ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის |+++ა
კლასის (ხელ–ლი: დარეჯან ნემსაძე) მოსწავლეების ექსკურსია საქართველოს პარლამენტში.
ადგილობრივი გიდის დახმარებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, მიიღეს
საინტერესო ინფორმაცია ნანახის შესახებ: პარლამენტის მშენებლობაზე, მუშაობაზე, სტრუქტურაზე.
მოსწავლეებს გაესაუბრათ გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ბატონი გია ცაგარეიშვილი.
2014 წლის იანვრიდან დაიგეგმა ბატონ გია ცაგარეიშვილთან ახალი საქმიანი შეხვედრები და თანამშრომლობა. მოსწავლეებმა
გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები პარლამენტარებთან: ქალბატონ ეკა ბესელიასთან, გია ცაგარეიშვილთან,
სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტებთან.იყო დასმული ბევრი საინტერესო შეკითხვა, რაზეც
ქ–მა ნელიმ (გიდმა) ამომწურავი პასუხები გასცა ბავშვებს. მოსწავლეები აღაფრთოვანა ნანახმა.
მიუხედავად იმისა, რომ |+++ა კლასის მოსწავლეებმა თითქმის ყველაფერი დაათვალიერეს
სხდომათა დარბაზის ჩათვლით, მათ შემდეგშიც კიდევ ისურვეს საქართველოს პარლამენტში სტუმრობა.
No comments:
Post a Comment