წარჩინებული კურსდამთავრებულები
2014 წლის 30 იანვარს N1 საჯარო სკოლაში ქ.ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობით საზეიმო ვითარებაში ჩატარდა
2012-2013 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება ოქროს და ვერცხლის
მედლებით. ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლა წარმოდგენილი იყო \++ა კლასის ორი კურსდამთავრებულით: მარიამ დვალიშვილი - ოქროს მედალი,
თინათინ ვეკუა - ვერცხლის მედალი (კლასის ხელმძღვანელი - დარეჯან ნემსაძე).
ღონისძიებას
ესწრებოდნენ იმერეთის მხარის გუბერნატორი ბატონი ზ. მეფარიშვილი, ქალაქის მერის მოვალეობის
შემსრულებელი ბატონი შ.მურღულია, ქ.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
ბატონი ბ.ვაშაკიძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და თავად წარჩინებული
კურსდამთავრებულები. შეკრებილ მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს გუბერნატორმა ზ.მეფარიშვილმა,
ქ.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
ბ.ვაშაკიძემ. სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ N41 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი გ.მარგველაშვილი
და N40 საჯარო სკოლის მედალოსნები მ.დვალიშვილი და თ.ვეკუა. კურსდამთავრებულებმა მადლობა
გადაუხადეს პედაგოგებს და მშობლიურ სკოლას. თავიანთი მედლები კი საჯაროდ კლასის ხელმძღვანელ
ქალბატონ დარეჯან ნემსაძეს მიუძღვნეს!!!