Thursday, November 13, 2014

ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი

    2014 წლის 13 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6ბ კლაისის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: შორენა დანელია) ისტორიული და კულტურული წარსულის გაცნობის მიზნით დაათვალიერეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოსწავლეთათვის ექსკურსია ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი   გამოდგა.







Wednesday, November 5, 2014

      ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ჩართულია PH International_ის პროექტში „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებლივი განათლებისთვის“ GE CALLS.
პროგრამის მიზანია სკოლის როლის გაძლიერება მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა, დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების პრევენცია მოსწავლეებში. მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 წლის 27 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IX (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს. სამოქალაქო სასამართლოს მენეჯერმა - ირაკლი შვანგირაძემ ჩაატარა მოკლე ექსკურსია და მოსწავლეებს გააცნო სასამართლოს წესები, სტრუქტურა და სისტემა. მოსწავლეებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა გასამართლებაზე, ნაფიცი მსაჯულის როლზე, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებს ასევე საჩუქრად გადაეცათ წიგნი - „ბავშვი და სამართალი“. ვიზიტი ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა.
 





 
 

წარმატებული მოსწავლეები

   2014 წლის 29 ოქტომბერს სსიპ ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეები: არჩილ კორძაძე, თამარ კოჩაძე, გიორგი ქართველიშვილი (კლასის დამრიგებელი-ინგა ხაჟომია) და 10 ბ კლასის მოსწავლე თამარ გორგოძე (კლასის დამრიგებელი-ნესტან გრძელიშვილი) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე. მათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
 




 
 
 
 

Monday, October 27, 2014

  24 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და თვითმმართველობის თავმჯდომარე თიკო გოგბერაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VΙI-XI კლასის მოსწავლეები:

თიკო გოგბერაშვილი, ლიკა ბურჯალიანი,  თაზო ბუბუტეიშვილი, მარიამ ლიპარტელიანი, ეკა კვიცარიძე, მარიამ სოსელია, ლიკა ხოჯანეიშვილი, ანი ინანეიშვილი, მარიამ გოგლიჩაძე, ანა ბარაბაძე, ნინო მამაგეიშვილი, თორნიკე გოგისვანიძე, სალომე ტურაბელიძე, სოფრომაძე ანა, ქრისტინა თოლორდავა, ნიკა გაჩეჩილაძე, ლევანი ტყეშელაშვილი, ამიკო ოქროჭელიძე, თაზო მოსეშვილი, პაატა მამისეიშვილი, გიორგი მამისეიშვილი, ხათუნა კიკვაძე, გიორგი ვაშაყმაძე, გიორგი კუზმენკო, ლევანი ვაშაყმაძე.







Wednesday, October 22, 2014



   22 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში USAID_ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ინფექციური დაავადება ტუბერკულიოზის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ მეშვიდე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. მათ მიიღეს ინფორმაცია ტუბერკულიოზის როგორც დაავადების, მისი სიმპტომების, საზოგადოებაში რისკებისა და პრევენციის შესახებ.






Friday, September 26, 2014

    2014 წლის 15 სექტემბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს  საზეიმო ვითარებაში მიულოცა  სკოლის დირექტორმა ლია კუხიანიძემ. გაიმართა თეატრალური წარმოდგენა სტუდია "ცისკარის" აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.








Monday, July 7, 2014

„თვალწინ მიდგას საოცნებო გაფრენილი ოთხი წელი“


   2014 წლის 9 ივნისს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება 4ბ კლასის მონაწილეობით „თვალწინ მიდგას საოცნებო გაფრენილი ოთხი წელი“. მასწავლებელი: მარინე ჩიქობავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელ ქ-ბ მარინე ჩიქობავას გაწეული მუშაობისათვის და გზა დაულოცეს მის აღსაზრდელებს.