Friday, September 26, 2014

    2014 წლის 15 სექტემბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს  საზეიმო ვითარებაში მიულოცა  სკოლის დირექტორმა ლია კუხიანიძემ. გაიმართა თეატრალური წარმოდგენა სტუდია "ცისკარის" აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.








No comments:

Post a Comment