2014
წლის 29 ოქტომბერს სსიპ ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა წარჩინებულ
მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის
10ა კლასის მოსწავლეები: არჩილ კორძაძე, თამარ კოჩაძე, გიორგი
ქართველიშვილი (კლასის დამრიგებელი-ინგა
ხაჟომია) და 10 ბ კლასის მოსწავლე თამარ გორგოძე (კლასის
დამრიგებელი-ნესტან გრძელიშვილი) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან
ნატრიაშვილმა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე. მათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

No comments:
Post a Comment