Thursday, November 13, 2014

ექსკურსია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი

    2014 წლის 13 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6ბ კლაისის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: შორენა დანელია) ისტორიული და კულტურული წარსულის გაცნობის მიზნით დაათვალიერეს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მოსწავლეთათვის ექსკურსია ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი   გამოდგა.







Wednesday, November 5, 2014

      ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლა ჩართულია PH International_ის პროექტში „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებლივი განათლებისთვის“ GE CALLS.
პროგრამის მიზანია სკოლის როლის გაძლიერება მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და არასრულწლოვანთა მართმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა, დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების პრევენცია მოსწავლეებში. მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის სასკოლო სამოქმედო გეგმის მიხედვით 2014 წლის 27 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IX (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს. სამოქალაქო სასამართლოს მენეჯერმა - ირაკლი შვანგირაძემ ჩაატარა მოკლე ექსკურსია და მოსწავლეებს გააცნო სასამართლოს წესები, სტრუქტურა და სისტემა. მოსწავლეებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა გასამართლებაზე, ნაფიცი მსაჯულის როლზე, დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებს ასევე საჩუქრად გადაეცათ წიგნი - „ბავშვი და სამართალი“. ვიზიტი ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა.
 





 
 

წარმატებული მოსწავლეები

   2014 წლის 29 ოქტომბერს სსიპ ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის 10ა კლასის მოსწავლეები: არჩილ კორძაძე, თამარ კოჩაძე, გიორგი ქართველიშვილი (კლასის დამრიგებელი-ინგა ხაჟომია) და 10 ბ კლასის მოსწავლე თამარ გორგოძე (კლასის დამრიგებელი-ნესტან გრძელიშვილი) პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე. მათ წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.