2014 წლის 29 აპრილს
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ლალი ტუკვაძემ მე-6ბ კლასი ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი
განვლილი მასალის გამეორებაზე.
„საქართველო აფხაზეთის გარეშე
სიზმარშიდაც
არ წარმომიდგენია“
გაკვეთილი
იყო ემოციურად დატვირთული, სიხარულითა და დიდი მონატრებით აღსავსე. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად
გადმოსცეს შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“, ნ.დუმბაძის „გული“, ნ.თარბას „საქართველოს“,
ს.კვიკვინიას საგაზეთო სტატიები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მძიმე დღეებს
აღწერდა.
გაკვეთილის
მეორე ეტაპი მიეძღვნა ქართულ-აფხაზურ ძმობას, რომელიც მესამე ძალის უხეში ჩარევით მტრობაში
გადაიზარდა. მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობდნენ ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსებს...
ბევრის თვალზე აკიაფდა ცრემლი.
მასწავლებელმა
მოსწავლეებს და დამსწრე სტუმრებს უამბო ორი დაუვიწყარი ეპიზოდი ომის ისტორიიდან და
გამოთქვა რწმენა:
„რაც სიძულვილმა დააცამტვერა
მას სიყვარული
აღადგენს ისევ!“
გაკვეთილზე
გამოიკვეთა ბავშვების დიდი სიყვარული მამულისა და მოძმე აფხაზეთის მიმართ. დეკლამაციით
გამოირჩეოდნენ ნინი ხათრიძე, ნონა ფუტკარაძე, ნია შალიკიანი, ანი ტაბეშაძე, გიორგი
კიკაბიძე, ნინი ქარციძე.
რწმენას
აძლიერებდა გემოვნებით გაფორმებული „გაუგზავნელი ბარათები“, გულებით შევსებული საქართველოს
რუკა.
გაკვეთილი დაგვირგვინდა სიმღერით: „გამარჯობა აფხაზეთო
შენი...“
No comments:
Post a Comment