Saturday, May 31, 2014

გამოსაშვები გამოცდების შედეგები





     ქ.ქუთაისის  N40  საჯარო   სკოლის  მე-12  კლასის  გამოსაშვები   გამოცდების  (   2014 წლის    21-25   მაისი)  შედეგების  მიხედვით  სკოლის  ყველა  კურსდამთავრებული აიღებს  სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
     სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები სულითა და გულით ულოცავენ სკოლის კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს მოსწავლეთა წარმატებებს გამოსაშვებ გამოცდებზე!

Friday, May 2, 2014

„საქართველო აფხაზეთის გარეშე, სიზმარშიდაც არ წარმომიდგენია“

     
     2014 წლის 29 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქალბატონმა ლალი ტუკვაძემ მე-6ბ კლასი ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი განვლილი მასალის გამეორებაზე.
                                       „საქართველო აფხაზეთის გარეშე
                                         სიზმარშიდაც არ წარმომიდგენია“
     გაკვეთილი იყო ემოციურად დატვირთული, სიხარულითა და დიდი მონატრებით აღსავსე. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გადმოსცეს შ. ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“, ნ.დუმბაძის „გული“, ნ.თარბას „საქართველოს“, ს.კვიკვინიას საგაზეთო სტატიები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მძიმე დღეებს აღწერდა.
     გაკვეთილის მეორე ეტაპი მიეძღვნა ქართულ-აფხაზურ ძმობას, რომელიც მესამე ძალის უხეში ჩარევით მტრობაში გადაიზარდა. მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობდნენ ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსებს... ბევრის თვალზე აკიაფდა ცრემლი.
     მასწავლებელმა მოსწავლეებს და დამსწრე სტუმრებს უამბო ორი დაუვიწყარი ეპიზოდი ომის ისტორიიდან და გამოთქვა რწმენა:
                                         „რაც სიძულვილმა დააცამტვერა
                                           მას სიყვარული აღადგენს ისევ!“
     გაკვეთილზე გამოიკვეთა ბავშვების დიდი სიყვარული მამულისა და მოძმე აფხაზეთის მიმართ. დეკლამაციით გამოირჩეოდნენ ნინი ხათრიძე, ნონა ფუტკარაძე, ნია შალიკიანი, ანი ტაბეშაძე, გიორგი კიკაბიძე, ნინი ქარციძე.
     რწმენას აძლიერებდა გემოვნებით გაფორმებული „გაუგზავნელი ბარათები“, გულებით შევსებული საქართველოს რუკა.
  გაკვეთილი დაგვირგვინდა სიმღერით: „გამარჯობა აფხაზეთო შენი...“








„ხელოვნება და მედია“



    2014 წლის აპრილში ხელოვნების მასწავლებლის ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით და  5-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა პროექტის „ხელოვნება და მედია“ პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნა მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნები დასურათებული მოთხრობებით, ლექსებითა და იგავ-არაკებით, კედლის გაზეთები, ჟურნალები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ი.ჩინჩალაძე, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის გამგე გ.ბზიკაძე, მოწვეული სტუმარი ხელოვნების პედაგოგი თერჯოლის რაიონიდან ლელა გვენეტაძე, 6ა კლასის დამრიგებელი ნ.ბანცაძე, მოსწავლეები და მათი მშობლები. პრეზენტაციის შემდეგ მოხდა წარმოდგენილი პროექტების შეფასება და გამარჯვებულების დაჯილდოვება. დასასრულს გაიმართა კონცერტი მოსწავლეთა მონაწილეობით.