Monday, July 7, 2014

„თვალწინ მიდგას საოცნებო გაფრენილი ოთხი წელი“


   2014 წლის 9 ივნისს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება 4ბ კლასის მონაწილეობით „თვალწინ მიდგას საოცნებო გაფრენილი ოთხი წელი“. მასწავლებელი: მარინე ჩიქობავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელ ქ-ბ მარინე ჩიქობავას გაწეული მუშაობისათვის და გზა დაულოცეს მის აღსაზრდელებს.















Friday, July 4, 2014

მათემატიკური ვიქტორინა „ვინ სწრაფად“


     2014 წლის 6 ივნისს პედაგოგმა თინათინ მათნაძემ 6ა კლასში ჩაატარა მათემატიკური ვიქტორინა „ვინ სწრაფად“. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ. მათ საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს როგორც მათემატიკის ცოდნაში, ასევე ზოგად უნარებშიც. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მარიამ სოსელია, რომელმაც თითქმის ყველა ამოცანა უმოკლეს დროში ამოხსნა და უპირატესობა მოიპოვა კაპიტნების კონკურსშიც. აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრები იყვნენ მერვე კლასის მოსწავლეები ნ.გაჩეჩილაძე, ქ.თოლორდავა და ა.ოქროჭელიძე, რომლებმაც დიდი დახმარება გაუწიეს თ.მათნაძეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში.

     ვიქტორინა 6ა კლასის მოსწავლეებმა ფანდურზე დაკვრითა და სიმღერით დააგვირგვინეს და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ღონისძიებები კიდევ გაიმართოს.












Thursday, July 3, 2014

„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები...“


     ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა: გულისა ხუსკივაძემ და ნინო ლიპარტელიანმა 7ბ კლასში ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები...“ მოსწავლეები კარგი მეტყველებით საუბრობდნენ გიორგი ლეონიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. თაბახის ფურცლებზე საინტერესო ციტატები ჰქონდათ მისი შემოქმედებიდან. ერთმანეთს ენაცვლებოდა: სიტყვა, ლექსი, სიმღერა, ჩორეხის, ფუფალასა და მარიტას გაცოცხლებული სახეები. მოსწავლეები არ დაივიწყებენ გოგლას თვალით დანახულ, მოქალაქისა და მამულიშვილის გულით ნაგრძნობ უკვდავ სიტყვებს.



















მკითხველის თეატრი


     ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგმა გულისა ხუსკივაძემ 7ა  კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „მკითხველის თეატრი“. რომლის მიზანი იყო მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, როლური თამაშის გამოყენებით. (რევაზ ინანიშვილის „ტყის შვილები, ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“) დედაენის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთი: „ჩვენი ქართული სიტყვა, ქართული“, თემები „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, „ო ენავ ჩემო“.