Wednesday, June 25, 2014

ვაჟას მითოსური სამყარო


     2014 წლის 10 ივნისს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ინგა ხაჟომიასა და ნინო ლიპარტელიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ლიტერატურული ღონისძიება: „ვაჟას მითოსური სამყარო“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 9ა კლასის მოსწავლეები.
     ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. დამსწრეთ შთაბეჭდილებები გამოხატეს და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს და ღონისძიების ხელმძღვანელებს.









Wednesday, June 4, 2014

„ჩვენ ვიმოგზაურებდით...“

     2014 წლის 13 მაისს ინგლისური ენის მასწავლებელმა ქალბატონმა თამარ მეზურნიშვილმა 5ა კლასში ჩაატარა გაკვეთილი თამაზე: „ჩვენ ვიმოგზაურებდით...“
     მოსწავლეთა უმეტესობას მომზადებული ჰქონდათ პროექტები მათთვის საოცნებო ქვეყნებზე. ისინი ყვებოდნენ ქვეყნების ისტორიას, მოგვითხრობდნენ მათ კულტურაზე, წეს-ჩვეულებებზე, ცხოველთა სამყაროზე. ვირტუალურად იმოგზაურეს თავიანთ მშობლებთან, და-ძმასთან ერთად საოცნებო მხარეში. ბავშვებმა გაკვეთილით დიდი სიამოვნება მიიღეს, ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.