Thursday, December 26, 2013

,,ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"

                             ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო

    2013 წლის 10 დეკემბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ინგა ხაჟომიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კონფერენცია თემაზე: ,, ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო". კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები: არჩილ კორძაძე, ქრისტინე ცერცვაძე, მარიამ თუთისანი, თამარ კოჩაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი დარსაველიძე, თენგიზ ბოჭორიშვილი, გიორგი მესხი, დავით თევზაძე.
     მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს მათი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვიდეო მასალა და კედლის გაზეთები. პროექტმა წარმატებით ჩაიარა.




























   

Friday, December 13, 2013

                    “ადამიანები  იბადებოდნენ, იზრდებოდნენ,  უყვარდათ,                                                        სძულდათ   და  იხოცებოდნენ”

2013 წლის  2  დეკემბერს    მე-6ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი ნინო ბანცაძე) მოამზადეს   ლიტერატურული კომპოზიცია “ადამიანები  იბადებოდნენ, იზრდებოდნენ,  უყვარდათ, სძულდათ   და  იხოცებოდნენ” და  პრეზენტაცია  ( კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით)   ძველი აღთქმის საღვთო ისტორიის (ბიბლია) მიხედვით . სტუმრად მოიწვიეს  წმ.ქეთევანის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი  მამა ამირან ქარქაშაძე და ქუთაისის მე-14 ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი. (მასწ; ია ჩინჩალაძე, ა.ჯამბურიძე, ნ.ბანცაძე)















Friday, December 6, 2013

გამოფენა

                                                                 გამოფენა

26 ნოემბერს ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში გაიხსნა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა.









Monday, December 2, 2013

კონფერენცია – "გენური მუტაციები"

                                           კონფერენცია – "გენური მუტაციები"


    2013 წლის 21 ნოემბერს ქ.ქუთაისის N40საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგის – ნესტან გრძელიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „გენური მუტაციები“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები.
    მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალები, შექმნეს სლაიდ–შოუები. პროექტმა წარმატებით ჩაიარა. სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ.
                                                       
                                       მონაწილეობდნენ:
  • გორგოძე თამარი
  • ქაშაკაშვილი თამარი
  • სულამანიძე ეკა
  • წერეთელი ქეთი
  • გვანცელაძე გვანცა
  • ხათრიძე თემო
  • ცერცვაძე ქრისტინე
  • კორძაძე აჩიკო
  • კაკოიშვილი ლიკა
  • შარაშენიძე მარი









დისკუსია – "წიგნი თუ კომპიუტერი?"

                                                   წიგნი თუ კომპიუტერი?

      2013 წლის 22 ნოემბერს 7ა და 7ბ კლასების მონაწილეობით ჩატარდა დისკუსია თემაზე: „წიგნი თუ კომპიუტერი“
   კლასის დამრიგებლები: თ.მეზურნიშვილი, ნ.ლიპარტელიანი.  მასწავლებლებლები: ვ.კვირიკაშვილი, გ.ხუსკივაძე.
                    დისკუსიის მიზანი:
ა) საკუთარი აზრის დაფიქსირება
ბ) კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება
გ) საკუთარი და სხვათა აზრის ადეკვატურად შეფასება, კონსესუსის უნარის გამომუშავება

                                             დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
1.      რიჟამაძე ლანა                                                         1. სულიაშვილი მარიამი 
2.      ზაქრაძე გიორგი                                                     2. ნარსია ანა
3.      გოგბერაშვილი ბორისი                                        3. სვანაძე დავით
4.      დახუნდარიძე მარიამი                                         4. ლორთქიფანიძე მირიანი
5.      არჯევანიძე ხათუნა                                               5. ჯინჭარაძე საბა
6.      ჟანისვილი ეთერი                                                  6. გველესიანი დავით
7.      ჩაფიძე დეა                                                               7. ლანჩავა მარიამი
8.      ლუტიძე გიორგი                                                    8. თელია ნინო
9.      ხარაიშვილი გიორგი                                             9. ივანეიშვილი მარიამი
10.  მარგველაშვილი ნიკა                                            10. კაკუშაძე გვანცა
11.  შალამბერიძე საბა                                                   11. ხურცილავა ირაკლი
12.  ვაშაყმაძე ლევან                                                      12. გვანცელაძე ოთარი
13.  ზივზივაძე თეკლა
14.  გიორგაძე ანი











    მოსწავლეებმა მოისმინეს იტალიელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის უმბერტო ეკოს საჯაროდ წარმოთქმული სიტყვა „წიგნი თუ კომპიუტერი“. იმსჯელეს წიგნისა და კომპიუტერის აუცილებლობაზე. აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს იმის თაობაზე რომ კომპიუტერს დღევანდელ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, გვაძლევს შრომისა და დროის ეკონომიას, ხელმისაწვდომს ხდის ყველა სახის ინფორმაციას. მას წამში ათასობით ოპერაციის შესრულება შეუძლია, ამიტ წინ წევს მეცნიერებას და ზრდის განვითარების პოტენციალს.
















    არაჩვეულებრივ ცოდნას წიგნები იძლევიან. მოიყვანეს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები წიგნის შესახებ. კომპიუტერმა წიგნის ადგილი არ უნდა ჩაანაცვლოს. მოსწავლეებისთვის ცნობილი იყო დისკუსიის წესები. არ აწყვეტინებდნენ ერთმანეთს საუბარს, პატივს ცემდნენ ერთმანეთის აზრს. ყველა მოსწავლე ასაბუთებდა თავის მოსაზრებას. განსაკუთრებით გარგად მსჯელობდნენ გოგბერაშვილი, ზაქრაძე, დახუნდარიძე, გველესიანი, თელია, ლანჩავა.
    რატომ არ შეიძლება ბავშვებს ავუკრძალოტ კომპიუტერი, იმსჯელეს პედაგოგებმა: ნ.ლიპარტელიანმა, თ.მეზურნიშვილმა, ვ.კვირიკაშვილმა. დისკუსია დამაკმაყოფილებლად შეფასდა.